Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირისა და გაეროს საგანგებო ელჩები სოხუმს სტუმრობენ


ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო, მე-7 რაუნდისთვის მომზადების მიზნით, სოხუმს გაეროსა და ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენლები სტუმრობენ. იოჰან ვერბეკე და პიერ მორელი უკვე შეხვდნენ აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებს. როგორც რადიო თავისუფლებას სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აცნობა, სოხუმის მთავარ მოთხოვნას შავ ზღვაზე ინცინდენტების აღკვეთა წარმოადგენს. შამბა მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს და ყველაფერს საქართველოს ხელისუფლებას აბრალებს. ”ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა სერიოზული რეაგირება, რადგანაც იზრდება ახალი კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე, ამჯერად უკვე ზღვაზე. საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტები უკვე არაერთხელ გამოიწვია ხმელეთზე, ახლა ის ამის გაკეთებას ზღვაზე ცდილობს. ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ სერიოზული პრევენციული ღონისძიებების გატარებას. რადგანაც ყველაფერი ეს ნეიტრალურ წყლებში ხდება”, - უთხრა რადიო თავისუფლებას სერგეი შამბამ. სეპარატისტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ შავ ზღვაზე ინცინდენტების აღკვეთის მექანიზმი განხილული იქნება 17 სექტემბერს, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე, სადაც სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG