Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურული კონკურსის "გალას’’ ჟიურის წევრებს საზოგადოებას წარუდგენენ


დღეს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილი პრესკონფერენციას გამართავს და ლიტერატურულ კონკურს "გალას’’ ჟიურის წევრებს საზოგადოებას წარუდგენს. კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დასრულდა. საკონკურსოდ ნამუშევრები 15-მა გამომცემელმა წარადგინა. სულ 120 წიგნია წარმოდგენილი. ჟიური ნაწარმოებების განხილვას დღეიდან დაიწყებს და 15 ოქტომბერს დაასრულებს. წელს გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდებიან: "წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი", "წლის საუკეთესო წიგნი", "წლის საუკეთესო თარგმნილი წიგნი", "წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისთვის", "წლის საუკეთესო წიგნის მხატვრობა" და "წლის საუკეთესო ლიტერატურული პროექტი. გამარჯვებულები მიიღებენ "გალას" სიმბოლოს - კოლხური ცულის ასლს და პრემიას, 4 000 ლარს. დაჯილდოების ცერემონია ოქტომბრის ბოლოს, თბილისობის დღესასწაულზე გაიმართება.
XS
SM
MD
LG