Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს საქართველოსთან მიმართებით კონკრეტული ვადა დაუწესდა


პარიზში რუსეთს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინა რეზოლუციების შესრულებაც მოსთხოვეს, რაც საქართველოს ტერიტორიებიდან არმიის გაყვანასა და სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმებას გულისხმობს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც 9 სექტემბერს პარიზი მასპინძლობდა, რუსეთმა ვერ შეძლო იმ ანგარიშის ტექსტის შერბილება, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო, სექტემბრის ბოლოს მისაღებ რეზოლუციას. ”პირველად მოხდა კონკრეტული ვადის განსაზღვრა, თუ რა ვადაში უნდა შეასრულოს რუსეთმა მასზე დაკისრებული თუნდაც მინიმალური ვალდებულებები. ეს ვადა გახლავთ 2010 წლის იანვარი”, - აღნიშნა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისი თქმით, რუსეთს მინიმალურ მოთხოვნებად განესაზღვრა ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის შეშვება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ადმინისტრაციულ საზღვრებზე დევნილთა თავისუფლად გადაადგილების ხელშეწყობა.
XS
SM
MD
LG