Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ექსპერიმენტების ჩატარებას სახიფათოდ მიიჩნევს


რუსული მხარე ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული პროგრამის ფარგლებში ექსპერიმენტების გაგრძელებას აპროტესტებს. ‘’რია ნოვოსტის’’ ცნობით, როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვერსიაშია ნათქვამი, ჩრდილოეთ კორეაში ბირთვული ექსპერიმენტების განახლება მსოფლიოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფო განიარაღების საკითხებში საერთაშორისო მოლაპარაკებებს გაემიჯნა და მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მრავალმხრივი გაკიცხვისა თუ სანქციების დაწესებისა, 4 სექტემბრიდან ბირთვული ექსპერიმენტების ახალი, ფინალური ეტაპი წამოიწყო. ამჟამად ჩრდილოეთ კორეაში ‘’ურანით გამდიდრების’’ მეთოდის ტესტირება მიმდინარეობს, რომლის მეშვეობითაც უფრო ძლიერი ატომური იარაღის წარმოებაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG