Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალდიდობამ აფრიკაში 600 000 ადამიანი დააზარალა


დასავლეთ აფრიკის 16 სახელმწიფოში მასშტაბურმა წყალდიდობებმა 600 000 მოსახლე დააზარალა. ‘’სი-ენ-ენ’’-ის ცნობით, სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ბურკინა ფასოს, სენეგალს, განას და ნიგერიას მიაყენა. წყალდიდობების შედეგად ბოლო მონაცემებით 159 ადამიანია დაღუპული. დაზარალებულთა დახმარებისა და განსახლების სამუშაოებში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სხვადასხვა მსოფლიო ჰუმანიტარული ორგანიზაციები არიან ჩართულნი.
XS
SM
MD
LG