სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი დღეს, დაბა ქსანში სასჯელაღსრულების მშენებარე დაწესებულებას მოინახულებს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ცნობით, დღესვე მინისტრს სასჯელაღსულების #7 დაწესებულების პატიმრები საკუთარი ხელით დაწერილ წმინდა დიმიტრის ხატს გადასცემენ საჩუქრად. სამინისტროს ინფორმაციით, #7 საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაწესებულება შენდება. მშენებლობა 2010 წლის ნოემბერში დასრულდება.
ყველაზე პოპულარული
1