Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ფილმი ვენეციის ბიენალეს ლაურეატი გახდა


ვენეციის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე დიდი წარმატება ხვდა ნუცა ალექსი-მესხიშვილის სურათს „ბედნიერება“. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ქართველი კინორეჟისორის 30-წუთიანმა ნამუშევარმა ჟიურის საგანგებო პრიზი დაიმსახურა. ჟიურის თავმჯდომარის, სტიუარტ გორდონის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს ჯილდო „ბედნიერებამ“ მოიპოვა „სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემისადმი ორიგინალური და მხიარული მიდგომისთვის“. მთავარი პრიზი - „ოქროს ლომი“ - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის გადაეცა სამხრეთ აფრიკისა და აშშ-ის ერთობლივ ნამუშევარს „პირველშობილი“ (რეჟისორი - ეტიენ კალოსი).
XS
SM
MD
LG