Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი ისრაელის სურათმა მოიპოვა


ვენეციის 66-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი - "ოქროს ლომი" - მოიპოვა ისრაელის ფილმმა, “ლიბანმა”. სურათი ჯარისკაცის თვალით ასახავს ისრაელის შეჭრას ლიბანში 1982 წელს. ომის წინააღმდეგ მიმართული ფილმი, რომელიც რეჟისორმა სამუელ მაოზმა გადაიღო, მოგვითხრობს ისრაელი პარაშუტისტების ამბავს, რომლებიც მტრის ქალაქს ზვერავენ. კრიტიკამ ფილმი შეაფასა, როგორც “ყველაზე თამამი და საუკეთესო” ისრაელის დღევანდელ კინემატოგრაფში. საუკეთესო რეჟისურისთვის, “ვერხლის ლომი” მოიგო ირანელმა შირინ ნეშათმა, ფილმისთვის “ქალები უკაცებოდ”. მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში ჟიურის საგანგებო პრიზი დაიმსახურა ქართველი კინორეჟისორის ნუცა ალექსი-მესხიშვილის სურათმა „ბედნიერებამ“.
XS
SM
MD
LG