Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ქაიროში ეგვიპტის პრეზიდენტს შეხვდა


ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეტანიაჰუ ქაიროში შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკს. მოლაპარაკების შემდეგ ნეტანიაჰუ იერუსალიმში დაბრუნდა. მოკლე ვიზიტი უკავშირდება დიპლომატიური აქტიურობის განახლებას ისრაელსა და პალესტინელებს შორის სამშვიდობო მოლაპაკების გარშემო და აშშ-ის საგანგებო წაგზავნილის ჯორჯ მიჩელის ჩასვლას რეგიონში. მოლაპარაკებების მთავარი თემაა ისრაელის მიერ დასახლებების გაფართოება პალესტინელთა ტერიტორიებზე, ქმედება, რომელსაც ვაშინგტონიც არ ემხრობა, ისრაელს კი მისი შეწყვეტა არ სურს.
XS
SM
MD
LG