14 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა სოციალურად დაუცველი და მათთან გათანაბრებული, აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის სახელმწიფომ 100-ლარიანი დახმარება გამოყო. პრეზიდენტის საჩუქარი - ჩანთები და სახელმძღვანელოები - უკლებლივ ყველა პირველკლასელს ურიგდება. სწავლა განახლდა საჩხერის რაიონის სოფელ პერევშიც, სადაც ჯერ ისევ დგას რუსეთის საოკუპაციო სამხედრო ნაწილი. სოფელში ერთი საჯარო სკოლაა, რომელმაც წელს 8 პირველკლასელი მიიღო. სწავლის განახლება ერთი კვირით ფერხდება მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ონის რაიონში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია უსაფრთხოების მიზნით - რაიონში ჯერ არ დასრულებულა სკოლის შენობების მდგრადობის შემოწმების პროცესი.
ყველაზე პოპულარული
1