Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში განმეორებით უნდა დაითვალონ საარჩევნო უბნების 10 პროცენტის ბიულეტენები


ავღანეთში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის განცხადებით, საარჩევნო უბნების 10 პროცენტის ბიულეტენები განმეორებით უნდა დაითვალონ ავღანეთში 20 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაშვებული შესაძლო დარღვევების გამო. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა კანადელმა გრანტ კიპენმა, რომელიც გაეროს ეგიდით მოქმედი, საარჩევნო საჩივრების კომისიის წევრია. მისი განმარტებით, საჭიროა 2500-ზე მეტი საარჩევნო უბნის ბიულეტენების შემოწმება და განმეორებით დათვლა. თითქმის ყველა საარჩევნო ბიულეტენის დათვლის შედეგებით, ხმების 54 პროცენტზე მეტით ლიდერობის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, მაგრამ არჩევნების პროცესს მასშტაბური გაყალბების ბრალდება ახლავს.
XS
SM
MD
LG