Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური ეკლესია საქართველოსას გამოეყო


სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებელმა ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ „აფხაზურმა ეკლესიამ ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საქართველოს ეკლესიას ოფიციალურად გამოეყო“. ამ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. აპლიას თქმით, სოხუმის საკათედრო ტაძარში გუშინ ეპარქიის ყველა საეკლესიო მსახურის შეკრება გაიმართა, რომელზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს. მისი ინფორმაციით, აფხაზურ ეკლესიაში იქნება ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიები. აპლიას განცხადებით აფხაზური ეკლესია აპირებს, დახმარებისთვის მოსკოვის პატრიარქს მიმართოს. რუსეთის საპატრიარქო საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიიას დღემდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით აღიარებს.
XS
SM
MD
LG