Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის თქმით, ავღანეთის არჩევნებში სერიოზული დარღვევები მოხდა


ევროპის კავშირის მეთვალყურეთა თქმით, ავღანეთის არჩევნებში, შესაძლოა, საარჩევნო ბიულეტენების ერთი მეოთხედის მანიპულირება მოხდა. ავღანეთში ევროპის კავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრა იოანუმ თქვა, რომ 20 აგვისტოს ჩაგდებული მილიონნახევრამდე ბიულეტენი შესაძლოა ყალბი იყოს. მისი თქმით, საეჭვო ბიულეტენებში შედის კარზაისთვის მიცემული მილიონ ასიათასი ხმა და მისი მეტოქის, აბდულა აბდულასთვის მიცემული 300 ათასი ხმა.
XS
SM
MD
LG