Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი იუკიო ჰატოიამა გახდა


იაპონიის პარლამენტმა პერმიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა იუკიო ჰატოიამა, რომლის მემარცხენე-ცენტრისტულმა პარტიამაც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გასული თვის არჩევნებში. შედეგად, ბოლო მოეღო კონსერვატიული ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ნახევარსაუკუნოვან, თითქმის განუწყვეტელ მმართველობას. პარლამენტში პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ, პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას ჰატოიამამ გამოთქვა სურვილი, რომ შეძლებს "ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის" დამყარებას მომავალ კვირაში შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ბარაკ ობამასათან შეხვედრის დროს. იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ასევე, რომ სურს უფრო მჭიდრო ურთიერთობის დამყარება აზიელ მეზობლებთან, განსაკუთრებით ჩინეთთან.
XS
SM
MD
LG