Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელამ ჩინეთთან 16 მილიარდიანი ხელშეკრულება დადო


ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი აცხადებს, რომ მან ჩინეთთან მოაწერა ხელი 16 მილიარდი დოლარის სამწლიან საინვესტიციო ხელშეკრულებას ვენესუელაში ორონოკოს სარტყელში ნავთობის მოპოვების ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ათასი ბარელით გაზრდის შესახებ. მანამდე ერთი დღით ადრე ვენესუელამ მსგავსი გეგმის (20 მილიარდი დოლარის ღირებულების) განხორციელებაზე რუსეთის ნავთობ-კომპანიებთან თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.
XS
SM
MD
LG