Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომში დაკრძალეს ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები


რომში გაიმართა ავღანეთში მოკლული ექვსი ჯარისკაცის დაკრძალვის ცერემონია. იტალიაში გლოვის დღეა გამოცხადებული. დაკრძალვას ათასობით პირი დაესწრო - იტალიის მოქალაქეებთან ერთად, ცერემონიას დაესწრნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, და სხვა ოფიციალური პირები. იტალიელი ჯარისკაცები ავღანეთის დედაქალაქში თვითმკვლელი მოიერიშეს შეტევას ხუთშაბათს ემსხვერპლნენ. აფეთქებას 10 ავღანელიც შეეწირა. კიდევ 4 იტალიელი ჯარისკაცი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო. იტალიას ავღანეთში, ნატოს მეთაურობით მოქმედ ძალებში 3,000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს მივლენილი.
XS
SM
MD
LG