Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონდურასში ალყაში მოაქციეს ბრაზილიის საელჩო, რომელშიც დამხობილი პრეზიდენტი იმყოფება


ჰონდურასის ჯარებმა ალყაში მოაქციეს ბრაზილიის საელჩო, რომელსაც თავს აფარებს ჰონდურასის დამხობილი პრეზიდენტი მანუელ სელაია. ის ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას ცდილობს. ჯარისკაცებმა დაშალეს სელაიას მომხრეების დემონსტრაცია ბრაზილიის საელჩოსთან, რომელიც დედაქალაქ ტეგუსიპალკაში მდებარეობს. უფრო ადრე ჰონდურასის მმართველებმა კომენდანტის საათი შემოიღეს ქვეყანაში სელაიას მოულოდნელი დაბრუნების გამო.
XS
SM
MD
LG