Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადმა ისრაელის პოლიტიკა დაგმო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისრაელი პალესტინელთა ტერიტორიაზე “ანტიჰუმანურ პოლიტიკაში” დაადანაშაულა და გამოთქვა შეფასება, რომ ისრაელი მსოფლიოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში დომინირებს. აჰმადინეჟადს არ უხსენებია ირანის დაპირისპირება დასავლეთთან მისი ბირთვული პროგრამის გამო, მაგრამ უცხოეთის ძალები დაადანაშაულა ახლო აღმოსავლეთში “ომის, სისხლისღვრის, აგრესიის, ტერორის” გავრცელებაში - ერაყსა და ავღანეთში ომებზე მითითებით. აჰმადინეჟადის გამოსვლის დროს ბევრმა დელეგაციამ პროტესტის ნიშნად დატოვა გაეროს გენერალური ასამბლეისთვის განკუთვნილი დარბაზი.
XS
SM
MD
LG