Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი დაამტკიცა


მოლდავეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაამტკიცა წამყვანი ლიბერალი პოლიტიკოსი, რომელიც ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაციას ემხრობა. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერ ვლად ფილატის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 53-მა დეპუტატმა სულ 101-ადგილიან პარლამენტში. კენჭისყრა მოჰყვა ლიბერალური პარტიების გამარჯვებას ივლისის არჩევნებში, რამაც ბოლო მოუღო მოლდავეთში კომუნისტური პარტიის 8-წლიან მმართველობას. მაგრამ პოლიტიკიური პროცესი ჩიხშია შესული, რადგან ახალი პრეზიდენტის ასარჩევად საჭიროა პარლამენტარების 3/4-ის მხარდაჭერა, მაშინ როცა კომუნისტებს საკმარისი მანდატი აქვთ ლიბერალი კანდიდატების დასაბლოკად.
XS
SM
MD
LG