Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი სააკაშვილთან ურთიერთობას გამორიცხავს


რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობას არ აპირებს, - ამ შინაარსის განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა პიტსბურგის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას გააკეთა. მედვედევმა იქვე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთს საქართველოსთან კარგი და თბილი ურთიერთობა ექნება. „იქნება საუკუნოვან მეგობრობაზე, საერთო ისტორიაზე, ტრადიციებზე დამყარებული კარგი, კეთილი ურთიერთობები, ანუ ისეთი, როგორიც აქამდე იყო. პირადად მე პრეზიდენტ სააკაშვილთან არანაირი ურთიერთობა არ მექნება, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა საკუთარი და სამხრეთ ოსეთის ხალხის წინაშე“, - განაცხადა მედვედევმა.
XS
SM
MD
LG