Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკში გაიმართა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზე მომუშავე ე.წ. „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში შეხვდნენ ელმარ მამადიაროვსა და ედვარდ ნალბანდიანს. შეხვედრის მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი სწრაფვა, კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ და განიხილეს რეგიონში „მინსკის ჯგუფის“ წევრთა მომავალ ვიზიტთან დაკავშირებული საკითხები. ეს ვიზიტი ოქტომბრის დამდეგს უნდა გაიმართოს. სხვა საკითხებთან ერთად, მასზე დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ილჰამ ალიევისა და სერჟ სარქისიანის შეხვედრის მომზადება. „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი.
XS
SM
MD
LG