Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელა აცხადებს, რომ ირანთან თანამშრომლობს ურანის მარაგის ძიების საქმეში


ირანი ვენესუელასთან თანამშრომლობს სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყანაში ურანის საბადოების აღმოსაჩენად, აცხადებს ვენესუელის მადნეულის მინისტრი როდოლფო საჩესი. მისი თქმით, წინასწარი მონაცემები ცხადყოფს, რომ, შესაძლოა, ვენესუელაში ურანის დიდი მარაგები აღმოჩნდეს. სანჩესის თანახმად, პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა შეიძლება რეზერვების სერტიფიცირება სამ წელიწადში მოითხოვოს. ეს განცხადება მოჰყვა შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებას, რომ ირანი ბირთვული საწვავის საწარმოებლად საიდუმლო ობიექტს აგებს საერთაშორისო წესების გვერდის ავლით.
XS
SM
MD
LG