Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის კატარღები ოჩამჩირეში შესასვლელად ემზადებიან


რუსეთის სანაპირო დაცვის კატარღები ოჩამჩირეში აფხაზეთის ”ტერიტორიული წყლების” დასაცავად ნოემბრის შუა რიცხვებში განლაგდება, - ამის შესახებ განაცხადა სეპარატისტულ რეგიონში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის საზღვრის დაცვის განაყოფის მეთაურმა იური ზვირიკმა. ”რამოდენიმე თანამედროვე კატარღა შემოუერთდება ჩვენ ოჯახს, რათა აფხაზური საზღვრების სანდო მცველები გახდნენ,” - იტყობინება ”აფსნიპრესი”, ზვირიკის სიტყვებზე დაყრდნობით. რუსული სანაპირო დაცვის კატარღა ”ნოვოროსიისკი”, რომელიც სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიულ წყლებში პატრულირებისთვის 21 სექტემბერს გაიგზავნა, შეუერთდება ”მანგუსტის” და ”სობოლის” ტიპის საპატრულო კატარღები. რუსული წყაროების ცნობით, სულ ოჩამჩირეში 10 კატარღა მოიყრის თავს.
XS
SM
MD
LG