Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის ქვეყნები მწვავე შეშფოთებას გამოთქვამენ ირანის მიერ რაკეტების გამოცდის გამო


დასავლეთის ქვეყნები მწვავე შეშფოთებას გამოთქვამენ ირანის მიერ რაკეტების გამოცდის გამო. ირანის რევოლუციურმა გვარდიამ უკანასკნელი ორ დღეში მოკლე, საშუალო და შორი მანძილის რამდენიმე რაკეტა გამოცადა. როგორც ფიქრობენ, ამით თეირანს ძალის დემონსტრირება სურს 1-ლი ოქტომბრისთვის დანიშნული მოლაპარაკებების წინ, რომელშიც მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს თეირანს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს "ღრმად მადესტაბილიზებელი ქმედებები". ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ შეშფოთება გამოხატა და მანაც თქვა, რომ ირანმა დაუყოვნებლივ უნდა გადაჭრას საკითხები, რომლებიც ურანის გასამდიდრებელი მისი ახალი ობიექტის გარშემო წარმოიშვა. დასავლეთის ოფიციალური წარმომადგნელები აცხადებენ, რომ ეს "საიდუმლო" ობიექტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აქვს გამიზნული.
XS
SM
MD
LG