Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოში საქართველო-რუსეთის ომის შედეგებზე მსჯელობენ


დღეს, სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დაიწყო დებატები ანგარიშის გარშემო, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგებს შეეხება. თანამომხსენებლები არიან ლუკ ბან დენ ბრანდე და მატიაშ ეორში. განსახილველი რეზოლუციის პროექტის დასკვნა შეიცავს მოწოდებას რუსეთისადმი, არ შეუშვას ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში; დაიწყოს მისი მოკავშირე სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ფაქტების გამოძიება და სხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანგარიშის ავტორები გარდაუვლად მიიჩნევენ მონიტორინგის კომიტეტის მიერ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხის განხილვას 2010 წლის იანვრის სხდომის წინ. ტექსტი ასევე შეიცავს მოწოდებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ, მოსთხოვოს სასამართლოს წინასწარი მოსმენის პალატას, ოფიციალურად წამოიწყოს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას და შემდგომ პერიოდში შესაძლო სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გამოსავლენად.
XS
SM
MD
LG