Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში რუსეთი მწვავე კრიტიკის საგანი გახდა


სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე გაიმართა მწვავე დებატები რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების გარშემო. განიხილებოდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც მონიტორინგის კომიტეტის სხდომების ფარგლებში ჩამოყალიბდა. საქართველოს მხარის შეფასებით, პროექტის შინაარსი მეტად მკაცრია რუსეთის მისამართით, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კიდევ ერთხელ შეახსენებს წინა რეზოლუციებით გათვალისწინებულ, მაგრამ ჯერაც შეუსრულებელ მოთხოვნებს. ძირითადი მოთხოვნებია: რუსეთის არმიის გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების გაუქმება, დევნილების დაბრუნების ხელშეწყობა და საერთაშორისო მეთვალყურეებისთვის მუშაობის ხელშეწყობა სეპარატისტულ რეგიონებში. ცხადია, რუსეთი ცდილობს, მხარდამჭერების დახმარებით, შეარბილოს რეზოლუციის ტექსტი, თუმცა საქართველოს დელეგაცია იმედოვნებს, რომ, საერთო ევროპული განწყობისა და წინააღმდეგობის ფონზე მოსკოვი მიზნის მიღწევას ვერ მოახერხებს. ახალი რეზოლუციის პროექტით, რუსეთს დაუწესდება ვალდებულებების შესრულების კონკრეტული ვადა - 2010 წლის პირველ იანვრამდე. რეზოლუციის პროექტს დღეს, თბილისის დროით დაახლოებით 9 საათზე უნდა უყარონ კენჭი.
XS
SM
MD
LG