Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონს საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია


მოსკოვთან ურთიერთობების „გადატვირთვის” მიუხედავად, ვაშინგტონს არ შეუცვლია პოზიცია საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - “იტარ-ტასის” ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფოციალურმა წარმომადგენელმა, იან კელიმ განაცხადა. მისივე თქმით, აშშ ძველებურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, კელის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს, ვისთან გაერთიანდება და ვისთან გააფორმებს უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება.

XS
SM
MD
LG