Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიდ ჯალალი: ექვს ქვეყანასთან მოლაპარაკებაზე მზადყოფნით ირანი კეთილ ნებას იჩენს


ექვს ქვეყანასთან მოლაპარაკებაზე მზადყოფნით ირანი კეთილ ნებას იჩენს და მზად არის, განიხილოს უსაფრთხოებასა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა მოლაპარაკებებზე ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა საიდ ჯალალიმ. ის დღეს გაემგზავრა ჟენევაში, სადაც ხვალ დაიწყება ხსენებული მოლაპარაკება. მასში - ირანის გარდა - მონაწილეობა მიიღებენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრისა და გერმანიის წარმომადგენლები. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ სურთ, იმსჯელონ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ურანის გამდიდრების საკითხზე. თეთრი სახლის პრესმდივნის რობერტ გიბსის თქმით, "ახლა ირანის მოვალეობაა, მსოფლიოს აჩვენოს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანია, რომ ის მიმართულია ენერგიის და არა ბირთვული იარაღის წარმოებისკენ." აქამდე თეირანს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ უარს არ იტყვის ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე.
XS
SM
MD
LG