Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა


ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ ცოტა, 13 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ინდონეზიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ნანგრევებში შესაძლოა, ათასობით ადამიანი იყოს მოყოლილი. მიწისძვრის მაგნიტუდა 7,6 შეადგენდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასობით კილომეტრით დაშორებულ დედაქალაქ ჯაკარტაშიც. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი წყალქვეშა ბიძგებით გამოწვეულმა ცუნამიმ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სამოის კუნძულებზე და კუნძულ ტონგაზე.
XS
SM
MD
LG