Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტალიავინი ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში” მოსაზრებას აქვეყნებს


1 ოქტომბრის ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბუნში” შვეიცარიელი დიპლომატის - ჰაიდი ტალიავინის მოსაზრება ქვეყნდება. ”როგორც კატასტროფული მოვლენების უმრავლესობას, 2008 წლის აგვისტოს ომსაც რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ სეპარატისტული რეგიონის - სამხრეთი ოსეთის დედაქალაქ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვა იყო., რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოჰყვა. კიდევ ერთი ფაქტორი იყო აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის ”გაყინული კონფლიქტების” მოგვარებაში პროგრესის ნაკლებობა 15 წელზე მეტი ხნის მანძილზე” - წერს ტალიავინი. იმავე წერილში წაიკითხავთ: ”2002-2006 წლებში საქართველოში გაეროს საგანგებო წარმომადგენლად მუშაობისას, მე მოწმე ვიყავი იმედის ვიწრო სარკმლის გაღებისა და დახურვის 2005 წლის პირველ ნახევარში, რის შემდეგაც რუსეთისა და დასავლეთის განსხვავებულმა დამოკიდებულებამ კოსოვოს საკითხის მიმართ, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესებამ, ბოლო მოუღო არსებითი მოლაპარაკებების პერსპექტივას”. ტალიავინი საერთაშორისო საზოგადოებრიობის როლზეც წერს: ”როგორ შეიძლებოდა ასეთი კატასტროფული შედეგის თავიდან აცილება? ნათელია, რომ უკეთესად შეიძლებოდა საქმეში ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის გამოყენება. თუმცა, ამისათვის საჭირო იყო ყველა ძირითადი მოთამაშის გულწრფელი ინტერესი იმისადმი, რასაც ევროკავშირი ”ეფექტიან მულტილატერალიზმს” უწოდებს”.
XS
SM
MD
LG