Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფილიპინებს „სუპერ ტაიფუნი“ ემუქრება


ფილიპინებში დღეს მთელი სახელმწიფოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ქვეყანას „სუპერ ტაიფუნი“ დაემუქრა. ტაიფუნი პარმა გაართულებს სამაშველო სამუშაოებს ქვეყანაში, სადაც რამდენიმე დღის წინ წყალდიდობამ სამასამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ფილიპინების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გილბერტო ტეოროდომ ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას გამოთქვა შიში, რომ შეიძლება ტაიფუნით გამოწვეულმა წვიმებმა წყლის დონის ხელახალი აწევა გამოიწვიოს.
XS
SM
MD
LG