Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთში 8 მეამბოხე მოკლეს


დაღესტნის საზღვართან, გროზნოდან 140 კილომეტრის დაშორებით, პირადად ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ხელმძღვანელობით ჩატარებული სპეცოპერაცია 8 ამბოხებულის ლიკვიდაციით დასრულდა. ინტერფაქსისთვის მიცემულ ინტერვიუში კადიროვმა განაცხადა, რომ შეტაკების დროს პოლიციელები არ დაზარალებულან. რამდენიმე თვის წინ რუსეთმა გააკეთა განცხადება ჩეჩნეთში ათწლიანი ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების შესახებ, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა სტაბილურობა რეგიონში, თუმცა შეტაკებები პოლიციასა და ამბოხებულებს შორის ჯერაც გრძელდება.
XS
SM
MD
LG