Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთმა შეიძლება შავ ზღვაში აფხაზეთისკენ მიმავალი გემები დაიცვას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სერგეი ლავროვმა სოხუმში განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს შავ ზღვაში საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთისკენ მიმავალი გემების დაცვა უზრუნველჰყოს. სეპარატისტულ მთავრობასთან მოლაპარაკების დროს, როგორც ლავროვმა თქვა, განიხილეს გემების თანხლება, რათა წინ აღუდგნენ, როგორც მინისტრმა გაანაცხადა, “საქართველოს პროვოკაციებს”. სეპარატისტული მთავრობის ინფორმაციით, წლის გამავლობაში საქართველოს სასაზღვრო დაცვამ, სოხუმისკენ მიმავალი 20 გემა დააკავა. სერგეი ლავროვმა სოხუმშივე განაცხადა,რომ რუსეთი გამოდის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძოდ, გაეროს მისიის დაბრუნების სურვილით. მისი თქმით, ერთ-ერთი აქტუალური საკითხია, რეგიონში საერთაშორისო მეთვალყურეების ჩასვლა. ლავროვის თქმით, ახლა, ორი რეგიონის, მხოლოდ უშუალოდ საქართველოს მიმდებარე არეალებში ევროკავშირი ახორცილებს მეთვალყურეობას. ლავრომა განაცხადა ასევე, რომ რუსეთმა მიმართა აშშ-ს თხოვნით, მისცეს ვიზები აფხაზეთის წარმომადგენლებს, რათა მათ გაეროში გამოსვლის საშუალება იქონიონ.
XS
SM
MD
LG