Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა არჩევნებში დამარცხება აღიარა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კოსტას კარამანლისმა დღევანდელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ოპოზიციონერი სოციალისტები, სულ ცოტა, 7 პროცენტით ლიდერობენ. კარამანლისის კონსერვატიულ პარტია “ახალი დემოკრატიის” განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა უკვე დაურეკა მისალოცად სოციალისტების ლიდერ ჯორჯ პაპანდრეუს. ხმების საარჩევნო უბნების მესამედში დათვლის შედეგებით, პაპნდრეუს პარტიას ელექტორატის ხმები 43,5 პროცენტი ერგო.
XS
SM
MD
LG