Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: საუკეთესო საცხოვრებელი ადგილი ნორვეგიაა


გაეროს ბოლო კვლევის თანახმად, ნორვეგია მსოფლიოში საუკეთესო საცხოვრებელ ადგილად დასახელდა. პირველ სამეულში ნორვეგიასთან ერთად მოხვდნენ ავსტრალია და ისლანდია. ყველაზე ცუდი კი ნიგერში, ავღანეთსა და სიერა ლეონეში ცხოვრებაა. გაეროს განვითარების პროგრამის ინდექსი ეყრდნობა 2007 წლის მონაცემებს ქვეყნებში: ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობის, განათლების დონისა და სიცოცხლის ხანგრძლიობის შესახებ.
XS
SM
MD
LG