Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ”ტალიავინის კომისიის” დასკვნის გაანალიზებას განაგრძობს


ვაშინგტონს არ დაუსრულებია ტალიავინის კომისიის დასკვნის შესწავლა, - ამ შინაარსის განცხადება შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ სააგენტო ”ინტერფაქსისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ”რამდენადაც ჩემთვის საინფორმაციო საშუალებებიდან არის ცნობილი, დოკუმენტში ორივე მხარის პასუხისმგებლობაზეა საუბარი, მაგრამ ვფიქრობ, ვიდრე ანგარიში მთლიანად არ შეფასდება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. რაც შეეხება თავად ანგარიშს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პირველ რეაქციას უნდა დაველოდოთ”, - განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.
XS
SM
MD
LG