Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სოხუმში ჩადის


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პერ სტიგ მიოლერი სოხუმის დე-ფაქტო ლიდერ სერგეი ბაღაფშთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” უთხრა ბაღაფშის წარმომადგენელმა მედიასთან ურთიერთობის საკითხებში კრისტიან ბჟანიამ. მისი თქმით დანიელი მაღალჩინმოსანი აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი შამბასთანაც გეგმავს შეხვედრას. პერ სტიგ მიოლერის აფხაზეთში ვიზიტი დღესვე დასრულდება.

XS
SM
MD
LG