Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა


დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი პერ სტიგ მიოლერი 7 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ბარამიას შეხვდა. შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას კონფლიქტების მოგვარების გზები წარმოადგენდა. “შეხვედრა იყო შედეგიანი. ვიმედოვნებ, რომ აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით პროგრესი მიღწეული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა, აფხაზმა და ოსმა ხალხებმა მომავალში ერთად იცხოვრონ. მე ვისაუბრე გზებზე, თუ როგორ შეგვიძლია საქართველოსთვის დახმარების გაწევა”, - განაცხადა მიოლერმა ბარამიასთან შეხვედრის შემდეგ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე კი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ დანიისა და საქართველოს ხედვები, კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად ემთხვევა ერთმანეთს. ბარამიას თქმით, დასახულია ახალი სამოქმედო გეგმა, ”რომელშიც დანია საკმაოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.” მისივე ინფორმაციით, პერ სტიგ მიოლერმა მას სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დეტალები გააცნო.
XS
SM
MD
LG