Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს ჟურნალისტების მკვლელობის პრობლემის გამო


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების უუნარობა, მართლმსაჯულებას გადასცეს ჟურნალისტების მკვლელები, ძირს უთხრის კანონის უზენაესობის განმტკიცების, მთავრობის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისა და კორუფციასთან ბრძოლისაკენ მიმართულ ძალისხმევას. ეს კრიტიკა გამოთქმულია წერილობით განცხადებაში, რომელიც კლინტონმა გუშინ, ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის მესამე წლისთავზე გაავრცელა. კლინტონი ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის” მონაცემებზე მითითებით აღნიშნავს, რომ 2000 წლიდან მოყოლებული, რუსეთში 18 ჟურნალისტია მოკლული და მარტო ერთ შემთხვევაშია მკვლელი გასამართლებული. კლინტონის ეს განცხადება წინ უსწრებს მის მოახლოებულ (13-14 ოქტომბრის) ვიზიტს მოსკოვში.
XS
SM
MD
LG