Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალიევი და სარქისიანი კიშინიოვში შეხვდნენ ერთმანეთს


აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლდავეთში მოლაპარაკება გამართეს და შეთანხმდნენ, რომ მალე კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს. აშშ ელჩმა მოლდავეთში ხუთშაბათის შეხვედრას ”სერიოზული და კონსტრუქციული” უწოდა. რუსეთის ელჩმა კი განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტი ერთმანეთს სულ მალე ისევ შეხვდება. შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესს მინსკის ჯგუფი უძღვება, რომელშიც რუსეთის, აშშ-სა და საფრანგეთის წარმომადგენლები შედიან. დღეს ილჰამ ალიევი და სერჟ სარქისიანი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG