Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწისძვრით დაზარალებული ონელები მძიმე საცხოვრებელ პირობებს უჩივიან


რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრით დაზარალებულ ონის რაიონში უსახლკაროდ დარჩენილი პირები ნებაყოფლობით ტოვებენ კარვებს. მათი თქმით, კარვებში ცხოვრება შეუძლებელია, რადგან აცივდა და კარვებში წვიმის წყალიც ხშირად ჩადის. ზოგი დაზარალებული იძულებული გახდა, თავი შეეფარებინა შინაური ფრინველისთვის და პირუტყვისთვის აშენებული დამხმარე ნაგებობისთვის. ონელები ხელისუფლებისგან დახმარებას მოითხოვენ. როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რაჭაში მიწისძვრით გამოწვეული ზარალის აღმოსაფხვრელად 5 მილიონი ლარი გამოიყო და აღდგენითი სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
XS
SM
MD
LG