Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი მოსკოვში საქართველოზეც ისაუბრებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთში ვიზიტისას, საქართველოს საკითხზეც იმსჯელებს. "რუსეთთან ურთიერთობა გაუმჯობესდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ წამოვჭრით საკითხებს, რომლებშიც ჩვენი შეხედულებები განსხვავდება. მათ შორის არის საქართველო და ნატოს გაფართოება" - ასეთია სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია. თბილისი იმედოვნებს, რომ საქართველოს საკითხი აქტუალობას არასოდეს დაკარგავს. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. "ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს თემა ყოველთვის იქნება არა მხოლოდ აშშ-ისა და რუსეთის, არამედ ევროპისა და რუსეთის უმაღლეს პირთა განხილვის საგანი", აღნიშნა იაკობაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს საკითხი მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, არამედ ეს არის ევროპაში, და, საერთოდ, მსოფლიოში, უსაფრთხოების ახალი სისტემის პრობლემა." რუსეთში ჰილარი კლინტონის ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის ასახელებენ ბირთვული იარაღის შემცირებასა და ადამიანის უფლებებს. ჰილარი კლინტონი მოსკოვს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ხუთდღიანი ტურნე დღეს, შვეიცარიაში სტუმრობით იწყება.
XS
SM
MD
LG