Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანი და ანკარა საფუძველს ჩაუყრიან ურთიერთობის ნორმალიზებას


დღეს სომხეთი და თურქეთი ხელს მოაწერენ დოკუმენტებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ბერნარ კუშნერი. გუშინ ერევანში ამ მოვლენის წინააღმდეგ მიმართული დემონსტრაცია გაიმართა. ათი ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო სვლაში ერევნის ცენტრიდან მემორიალისაკენ, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში დახოცილ სომეხთა ხსოვნას ეძღვნება. სომხეთის პრეზიდენტის ოფისისათვის გადაცემულ მიმართვაში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს მოსთხოვეს, არ მოაწეროს ხელი თურქეთთან შეთანხმებას. ხელმოწერის შემდეგ შეთანხმებები ორი ქვეყნის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ.
XS
SM
MD
LG