Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ექსტრემისტებმა სამხედრო ბაზაზე მძევლები აიყვანეს


პაკისტანის სამხედრო უწყების თანახმად, ისლამაბადთან ახლოს მდებარე სამხედრო ბაზაზე ექსტრემისტებმა 10-დან 15 პირამდე აიყვანეს მძევლად. შტაბში შეჭრამდე ექსტრემისტებმა ბაზაზე იერიში მიიტანეს, რასაც მინიმუმ 10 ადამიანი ემსხვერპლა. გენერალ ათარ აბასის განცხადებით, თავდამსხმელები შენობას მანქანით მიუახლოვდნენ, და ცეცხლი გახსნეს. ვრცელდება ცნობები, რომ სროლისას დაიღუპა ერთი სამოქალაქო პირიც. არმიის ბაზაზე თავდასხმას წინ უსწრებდა ბომბის აფეთქება ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში, რამაც პარასკევს 50-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
XS
SM
MD
LG