Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერჟ სარქისიანი თურქეთში ფეხბურთის მატჩს დაესწრება


სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა დაადასტურა, რომ ოთხშაბათს დაესწრება ფეხბურთის მატჩს, რომელიც თურქეთში გაიმართება. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩების მეორე ტურში ერთმანეთს სომხეთისა და თურქეთის გუნდები ხვდებიან. სარქისიანმა მიიღო მისი თურქი კოლეგის მიწვევა ამ მატჩზე. გასულ წელს თურქეთის პრეზიდენტი დაესწრო სომხეთისა და თურქეთის ნაკრებების პირველ მატჩს, რომელიც ერევანში გაიმართა. შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრის გახსნის შესახებ. შეთანხმება ძალაში მხოლოდ ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ რატიფიკაციის შემდეგ შევა.
XS
SM
MD
LG