ავსტრიის ლტოლვილთა ბანაკში მომხდარი საყოფაცხოვრებო ინცინდენტის შედეგად, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით 40-მდე ქართველი დაშავდა. 20 მათგანი ჰოსპიტალიზებულია. ჩხუბი მოხდა ლტოლვილტა ბანაკში მყოფ ქართველებსა და ავღანელ ლტოლვილებს შორის. ინცინდენტის გამომწვევ მიზეზებსა და დაზარალებულთა მდგომარეობაზე რადიო თავისუფლება ვენაში საქართველოს კონსულს თამარ კიკვიძეს ესაუბრა.
ლტოლვილთა ბანაკში ქართველებსა და ავღანელებს შორის დაპირისპირება მოხდა
