Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის თქმით, ახლოვდება ხორვატიის გაწევრიანების დღე


ევროკავშირი დღეს გამოვიდა განცხადებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ რეფორმებს გააგრძელებს, ხორვატიამ შესაძლოა უკვე მომავალ წელს დაასრულოს კავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკება - მაგრამ სხვა კანდიდატებს, მათ შორის თურქეთს, უფრო მეტი აქვთ გასაკეთებელი. გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, ევროპის კომისია აცხადებს, რომ თუ ხორვატია ”დროულად დააკმაყოფილებს ყველა არსებულ პირობას, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება შესაძლოა მომავალ წელს დასრულდეს”. კომისიის რეკომენდაციით, ევროკავშირმა გაწევრიანების შესახებ მოლაპრაკება მაკედონიასთან უნდა დაიწყოს. ანგარიში თურქეთს მოუწოდებს უფრო ინტენსიური გახადოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, მეტად დაიცვას ქალების და უმცირესობების უფლებები, და ევროკავშირის წევრ კვიპროსთან ურთიერთობა გააუმჯოსესოს. კომისიის თქმით, სერბია, ალბანეთი, ბოსნია, ჩერნოგორია და კოსოვო საბოლოო გაწევრიანებისკენ არათანაბარი პროგრესით მოძრაობენ.
XS
SM
MD
LG