Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის და თურქეთის ლიდერები საფეხბურთო მატჩზე დასწრებას პროგრესის ნიშნად მიიჩნევენ


სომხეთისა და თურქეთის პრეზიდენტების თქმით, მათი ქვეყნების ეროვნულ გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრებით მათ აჩვენეს, რომ ორმა ქვეყანამ ურთიერთობის ნორმალიზების საქმეში გარკვეულ პროგრესს მიაღწია, ათწლეულების მანძილზე უთანხმოების შემდეგ. სომხეთის პრეზიდენტიმა, სერჟ სარქისიანმა და მისმა თურქმა კოლეგამ აბდულა გიულმა ოთხშაბათს თურქეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ ბურსაში, ერთმანეთის გვერდით მსხდომებმა უყურეს საფეხბურთო მატჩს. თურქეთმა სომხეთი ანგარიშით 2-0 დაამარცხა. რამდენიმე დღით ადრე - შაბათს - ორმა ქვეყანამ ციურიხში ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც დიპლომატიური კავშირების დამყარებას და საზღვრის გახსნას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG