Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საჰაერო ბუშტის ბიჭი“ სხვენში იმალებოდა


ამერიკული ტელეარხები ორი საათის განმავლობაში პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ კოლორადოს შტატის თავზე მფრინავ ჰელიუმის ბუშტს. ფიქრობდნენ, რომ მასში 6 წლის ფალკონ ჰინი იმყოფებოდა. ბიჭის ძმამ მანამდე პოლიციას განუცხადა რომ ნახა, თუ როგორ ჩაძვრა ის კალათაში, რომელიც ბუშტზე იყო მიმაგრებული. დაძაბულობამ პიკს მაშინც მიაღწია, როდესაც საჰაერო ბუშტი მინდორში დაეშვა და მაშველებმა ბიჭი ვერ ნახეს. ცოტა ხნის შემდეგ მამამ განაცხადა, რომ ფალკონი საკუთარ სახლში სხვენში იპოვეს. ის მშობლებს ემალებოდა, რადგან დასჯის ეშინოდა.

XS
SM
MD
LG