Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა


პაკისტანში თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად, სულ ცოტა, 12 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება დღეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშარავში, პოლიციის სადგურთან მოეწყო, მან ახლოს მდებარე მეჩეთიც დააზიანა. გუშინ კი პაკისტანში, სავარაუდოდ, თალიბანის მოკავშირე ექსტრემისტების თავდასხმების მთელმა სერიამ თითქმის 40 ადამიანი შეიწირა. ეს იერიშები წინ უსწრებს პაკისტანის მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციას პაკისტანის თალიბანის წინააღმდეგ სამხრეთ ვაზირისტანში, რომელიც ავღანეთის საზღვართან მდებარეობს.
XS
SM
MD
LG